Home » მთავარი » “ზედმეტი აჟიოტაჟი ატყდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია უნდა ჩატარდეს”

“ზედმეტი აჟიოტაჟი ატყდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია უნდა ჩატარდეს”

საჯარო სამსახურის შესახებ კანონპროექტი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკრიტიკა. კანონპროექტი დაიწუნეს ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმაც.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია უნდა ჩატარდეს, ხოლო ეს კანონში ცვლილების გარეშეცაა შესაძლებელი. მისივე თქმით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით გუნდში აზრთა სხვადასხვაობა თავიდანვე იყო.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკითხის მოწესრიგებაზე გუნდში მსჯელობა იყო და ორ კოლეგას ვთხოვეთ კანონპროექტის ინიცირება მოეხდინათ. გუნდში აზრთა სხვადასხვაობა თავიდანვე იყო და დღესაც არის. პირადი მოსაზრებაა, რომ კანონში ცვლილების გარეშე შესაძლებელია რეორგანიზაციის განხორციელება. ბიუჯეტის გათვალისწინებით, შტატების რაოდენობა იცვლება – გაბერილი იყო შტატები, რასაც თავიდანვე ვამბობდით და ნათლად ჩანდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. გათვალისწინებული 140 შტატისა, ბიუჯეტის გათვალისწინებით, 60 შტატი იქნება, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩამოყალიბდება პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესაბამისად.

რეორგანიზაციის სათანადოდ წარმართვას ისახავდა მიზნად კანონპროექტი, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეორგანიზაციის განხორციელება შესაძლებელია ამ ცვლილებების გარეშეც. ადამიანები, ვინც იმსახურებენ პროფესიული მოხელის სტატუსს, ისინი უნდა დარჩნენ ამ სტატუსით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ზედმეტი აჟიოტაჟი ატყდა, როგორც სჩვევიათ ოპონენტებს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ:

საჯარო სამსახურის შესახებ კანონპროექტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს საჯარო მოხელის სტატუსი უწყდება. ისინი ვალდებულები ხდებიან, ხელშეკრულება ადმინისტრაციასთან გააფორმონ. ისინი სამსახურში კონკურსის გარეშე შეირჩევიან.

 

Facebook Comments
x

Check Also

კამელინის გამოყენებით სავსებით შესაძლებელია მალიგნიზაციის თავიდან აცილება

პრეპარატი კამელინი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია, რომელიც არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს ან სხვა გვერდით მოვლენა. პრეპარატი ...