Home » თქვენი სათქმელი » “საქართველოში არ ვარ, მაგრამ ახლა მაინც ვერ გავჩუმდი…”

“საქართველოში არ ვარ, მაგრამ ახლა მაინც ვერ გავჩუმდი…”

სააგენტოს პედაგოგთა საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი დავით ფერაძე დაუკავშირდა და გვითხრა, რომ საქართველოში არყოფნის გამო ვერ შეძლო უფრო ადრე მისი სათქმელის დაფიქსირება. დავით ფერაძემ რუბრიკაში „თქვენი სათქმელი“ წერილი გამოაგზავნა და მისი სათქმელის ხმამაღლა დაფიქსირება ითხოვა.

-პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი ღრმა მწუხარებას და შეშფოთებას გამოთქვამს ქალბატონ ია კერზაიას გარდაცვალების გამო; პირადად მე, ღრმა სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს და საგანმანათლებლო საზოგადოებას. ვწუხვარ, რომ საქართველოში არ ყოფნის გამო, არ მაქვს უფრო მეტი უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობა.

ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კოლეგის პოლიტიკურ მრწამსს და ყველა მათგანის პრობლემა გულთან ახლოსაა მისატანი. დარწმუნებით ვაცხადებთ: ქალბატონ ია კერზიას გარდაცვალება არის მკვლელობის, სისხლის სამართლის დანაშაულის ტოლფასი, რომელიც ჩადენილია ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით. ის დაგეგმილი და განხორციელებულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზონდერჯგუფების მიერ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ უწყების პირსისხლიან, დაუნდობელ და კაცთმოძულე სახეს. ჩვენ ამ დრომდე ვიმედოვნებდით, რომ უწყების პირველი პირი მათ არ ჰგავდა, მაგრამ რადგან ეს ადამიანი თავის გარემოცვაში ინარჩუნებს სისხლისმსმელ ჯალათებს, ბუნებრივია, ის ვერ აცდება პასხუხისმგებლობას, მეტიც, გარკვეული ალბათობით უნდა დავუშვათ, რომ ის თავადაც ასეთი გახლავთ.

ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ზოგადად, განათლების სამინისტრო კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასულია 2013 წლიდან და კანონის ნაცვლად იმართება ექსმინისტრ სანიკიძის დანაშაულებრივი კლანის მიერ. კლანისა, რომელიც, მინისტრთა ცვლის მიუხედავად მაინც რჩება გადაწყვეტილების მიმღებად. სამინისტროში დღემდე არ განხორციელებულა დღევანდელი რეალობისა და ქვეყნის ინტერესების შესაბამისი მასშტაბური  საკადრო და სხვა სახის ცვლილებები. თუ არ ჩავთვლით ზოგიერთი თანამდებობის პირთა „სახლში გაშვებას“, რომელიც, როგორც იკვეთება, პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრისა და საზოგადოების ზეწოლის შედეგად იქნა მიღწეული. ეს ზღვაში წვეთია მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ რეორგანიზაციასთან შედარებით. დღეს სამინისტრო ემსახურება ვიწრო კლანურ ინტერესებს, რისი დასტურიცაა ამ კლანის ზეობა. კერძოდ, ესენი არიან: სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი,  ობერზონდერი, სამინისტროს „სცენარისტი“  დავით ლომინაშვილი, სამინისტროს არაოფიციალური „გენინსპექტორი“ პრივილეგირებული ზონდერი – ნოდარ წამალაშვილი,  მეტსახელად „პირველი ნოდარა“.  „გენინსპექტორი“ დენის წურწუმია, მეტსახელად „დენის დოქსოფულო“, და სხვები. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, სწორედ ესენი იღებენ პოლიტიკურ დაკვეთებს, ახორციელებენ ფსიქოლოგიურ შანტაჟს, „კერავენ“ საქმეებს, სისტემიდან აძევებენ თავისუფალი აზროვნების პროფესიონალებს, და შემდეგ, სასამართლოს მეშვეობით უზრუნველყოფენ ამ ბინძური ქმედებების „კანონიზაციას“.

დაჯგუფების ბრძოლის სტრატეგია მარტივია: ამუშავებულია შევარდნაძისდროინდელი ჩამყაყებული ხრიკები: ისინი თავად თხზავენ ე.წ. „ანონიმკებს“ არასასურველი პროფესიონალი კადრების წინააღმდეგ და ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა და სამინისტროს საქმისწარმოების დებულების გვერდის ავლით იწყებენ ადმინისტრაციულ წარმოებას ან ინსპექტირებას.

ამავე მეთოდოლოგიაში შედის „არასსასურველთა“ წინააღმდეგ საჩივრების წერა სხვადასხვა ინსტანციებში: შესყიდვების სააგენტოში, პროკურატურაში, ფინანსურ პოლიციაში და სხვაგან.

ობერზონდერი ლომინაშვილი კი აბუჩად იგდებს და არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს, მისი ხელშეწყობით სასამართლოს პროცესები უსასრულოდ იჭიმება.

სწორედ ამგვარი შეთხზული საქმეების მსხვერპლი გახლავთ ქალბატონი კერზაია, მაგრამ პირსისხლიანმა დაჯგუფებამ მანამდეც არაერთი ბინძური საქმეები შეთითხნეს, რომელთაც საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოყვა და ასევე საბედნიეროდ, ეს იმიტომ, რომ დევნილ პროფესიონალებს შედარებით მეტი გამძლეობა აღმოაჩნდათ, თუმცა ფსიქოლოგიურმა ტერორმა მათ ჯანმრთელობას მაინც დაასვა დაღი:

შეგახსენებთ რამდენიმე მათგანს:

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის ყოფილ დირექტორზე დავით ლაგვილავაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და დევნა. ლაგვილავამ მიიღო ინფარქტი. „შეკერილი“ საქმით გაათავისუფლეს, თუმცა სასამართლომ აღადგინა;

თბილისის 53-ე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის მარიამ რამინაშვილის გათავისუფლება და დირექტორთა კონკურსზე „დაბლოკვა“, სასამართლომ გაამართლა, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად შეერყა ჯანმრთელობა;

თბილისის 116-ე საჯარო სკოლის დეიურე დირექტორზე დიმიტრი მეჭურჭლიშვილზე არნახული ფსიქოლოგიური ტერორის სერია, მასზე პირადად ექსმინისტრი სანიკიძე ახდენდა ზეწოლას,  „დაბლოკეს“ დირექტორთა კონკურსზე, სასამართლომ  გაამართლა. ზეწოლისა და ტერორის შედეგად შეერყა ჯანმრთელობა, დაუქვეითდა მხედველობა;

დირექტორთ სია გრძელია…

რესურს ცენტრების უფროსებზე შეკერილი საქმეები აჭარბებს რამდენიმე ათეულს;

პედაგოგთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულობები აჭარბებს ასეულებს, თვალსაჩინო მაგალითი გახლავთ თქვენი მონამორჩილი. ჩემ წინააღმდეგ ტერორს და დევნას ხელმძღვანელობდა უშუალოდ ექსმინისტრი სანიკიძე, სკოლიდან ჩემი გაშვებისა და შემდგომი დევნის გეგმას პირადად ახორცილებდნენ და საქმეებს კერავდნენ სამინისტროს შიდა აუდიტის ყოფილი „შეფი“  ალექსანდრე ონოფრიშვილი და ზემოხსენებული ნოდარ წამალაშვილი და დენის წურწუმია.  ხოლო დავით ლომინაშვილი, მისთვის სასურველი გადაწყვეტილების მიზნით, დღემდე ახდენს ზეწოლას სასამართლოზე.

ამ დანაშაულობათა კასკადში, ჯერ-ჯერობით ბოლოა ქალბატონ კერზაიას საქმე, თუმცა დანაშაულებრივი ჯგუფის პარპაში გვიქმნის შემდგომი შიშის საფუძველს. ამავდროულად, ქალბატონ კერზაიას მკვლელობის ტოლფასი ტრაგედია არის საგანმანათლებლო სისტემაზე განხორციელებული ერთგვარი მუქარა, თუ რა ელოდება მის თითოეულ წევრს, ოდნავი „განსხვავებულობის“ გამოვლენის შემთხვევაშიც კი. დღეს მთელი სისტემა დადგა სასიკვდილო ტერორის საფრთხის წინაშე, თუმცა, სანამ დასაშვებად მივიჩნევდეთ სულ მცირე იმედსაც, რომ გარემო გაჯანსაღდება, მანამდე კატეგორიულად უნდა წამოვაყენოთ შემდგომი მოთხოვნა:

ქ-ნ ი. კენზიას მკვლელობის გამო თანამდებობიდან უნდა გადადგეს ზოგადი განათლების მიმართულების მინისტრის მოადგილე თ. აბულაძე, რომლის ვიზირების გარეშეც ჯალათების ბრიგადა ვერ განახორციელებდა კენზიას ტერორს და რომელიც, არსებული ინფორმაციით  კლანურ ურთიერთობაშია ექსმინისტრ სანიკიძის დანაშაულებრივ ჯგუფთან;

განათლების სამინისტროს სისტემა უნდა დატოვონ ზემოხსენებულმა ლუსტრირებულმა ზონდერებმა, რომელთა სინდისზეცაა უამრავი შეკერილი საქმე, უამრავი ადამიანის შერყეული ჯანმრთელობა და გაპარტახებული სასკოლო განათლების სისტემა და ბოლოს ადამიანის ტრაგედია;

უფლებამოსილების გადამეტებისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით მოქალაქის სიცოცხლის მოსპობამდე მიყვანის ბრალდებით ნოდარ წამალაშვილის მიმართ  უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე;

საქართველოს დეფაქტო ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს განათლების სამინისტროს რეალური და არა მოჩვენებითი ძირეული რეორგანიზაცია;

თუ მინისტრი ბატიაშვილი ყურად არ იღებს ამ მოთხოვნებს, ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ უწყების ხელმძღვანელი უარს ამბობს ყოველგვარ დიალოგსა და კომპრომისზე, რითაც ჩვენ გაგვიმყარდება ეჭვი დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან მისი თანამზრახველობის შესახებ და კიდევ უფრო გაიზრდება იმის საშიშროება, რომ აწ. გარდაცვლლი კერზაიას ბედს სხვა ვინმეც გაიზიარებს. ამ შემთხვევაში იძულებული გავხდებით ღია ბრძოლაში ჩავებათ ბატონ ბატიაშვილთან, რადგან, ჩვენ არ უნდა დავუშვათ მორიგი მკვლელობა. თუ როგორ დამთავრდა ამგვარი ბრძოლები ბატიაშვილის წინამორბედებისთვის. ეს კარგად იცის საზოგადოების დიდმა ნაწილმა.

Facebook Comments
x

Check Also

ოპოზიციის შტაბი დიდ კარავში გადაინაცვლებს

ოპოზიციის შტაბი რუსთაველზე დადგმულ დიდ კარავში გადაინაცვლებს. ეს კარავი განკუთვნილი იქნება კონსულტაციებისთვის და მოლაპარაკებების გასამართად. ...