Home » მთავარი » “მოვა დრო და ყველას მოეთხოვებათ პასუხი საკუთარი ერის ღალატისათვის!”

“მოვა დრო და ყველას მოეთხოვებათ პასუხი საკუთარი ერის ღალატისათვის!”

თელავში, ომში დაღუპულთა მემორიალთან „მებრძოლ პატრიოტთა კავშირმა“ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტა და აქცია გამართა. როგორც კავშირის თავმჯდომარე ემზარ ქვარიანი აცხადებს, მიწების გასხვისებაზე მორატორიუმის შეჩერება არის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და ისინი ყოველთვის დაგმობენ ანტიქართულ ქმედებას.

-არავისთვის ვაპირებთ არც მიწის, არც წყლის და არც ქვეყნის დათმობას. მოვა დრო და ავაზაკებს სრული სიმკაცრით მოეთხოვებათ პასუხი საკუთარი ერის ღალატისათვის! “საკონსტიტუციო სასამართლომ” თავისი გადაწყვეტილებით მოსახლეობაში ბევრი კითხვა გააჩინა, აი დღესაც, თელავში გაბრაზებული მოქალაქეები მოვიდნენ, მათ ბევრი კითხვა აქვთ და არც არასდროს გაუჩუმდებიან ღალატს და ანტიქართულ ქმედებას. თელავში მთელი ქვეყნის მაჯისცემა კარგად ისმის, რადგან აქ გულიანი და ალალი ადამიანები ცხოვრობენ.

ამ აქციით კიდევ ერთხელ ვუთხარით არა!!! მსგავს გადაწყვეტილებებს და ასე იქნება ყველა ანტისახელმწიფოევრივი ქმედების დროს!!“-განაცხადა ქვარიანმა.

Facebook Comments
x

Check Also

რაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და საფრანგეთის თავდაცვის ატაშემ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა. თავდაცვის ...