Home » მთავარი » მაჟორიტარი ამომრჩევლის გვერდით – ერთად უბნისთვის კარგი საქმისთვის

მაჟორიტარი ამომრჩევლის გვერდით – ერთად უბნისთვის კარგი საქმისთვის

საბურთალოზე, ტაშკენტის ქუჩა №25-27-ის მაცხოვრებლებთან შეთანხმებით, საბურთალოს გამგეობამ განახორციელა ეზოს კეთილმოწყობითი სამუშაოები, რაც გამოიხატა მაცხოვრებლების მზაობაში აეღოთ 27 ავტოფარეხი, რის შემდეგაც საბურთალოს გამგეობამ მოახდინა საკანალიზაციო სისტემის შეცვლა, ასფალტის ახალი საფარის დაგება და მწვანე ნარგავებით ეზოს გალამაზება.
-“ აღნიშნულ ტერიტორიაზე დაიდგმება სკამები, დაირგვება დეკორატიული მცენარეები და შეიქმნება კარგი დასასვენებელი სივრცე.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, პირველ რიგში აღნიშნული კორპუსის მაცხოვრებლებს და გამწვანების აქციაში მონაწილე სხვა პირებს. საბურთალოზე და მთლიანად ქალაქში, კვლავ გაგრძელდება მსგავსი გამწვანების აქციები, შედეგად კი გვექნება ბევრი გამწვანებული და კეთილმოწყობილი ეზო.
ყველაზე მთავარია, რომ მოსახლეობა აქტიურად არის ჩაბმული ყველა საქმეში და ჩვენ ერთმანეთის გვერდით კიდევ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ”-აცხადებს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე.

Facebook Comments
x

Check Also

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა

ბრიფინგი თბილისის პროკურატურაში თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ...