Home » მთავარი » ინაუგურაცია და პროტესტი ერთად ხვალ თელავში

ინაუგურაცია და პროტესტი ერთად ხვალ თელავში

თელავში, ბატონის ციხის ტერიტორიაზე ინაუგურაციის სამზადისი თითქმის დასრულებულია. მზად არის სცენა, სადაც სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ფიცს დადებს. ორგანიზატორების თქმით, დღის მეორე ნახევარში დასრულდება ტრიბუნების მონტაჟიც.

ცნობილია, რომ ინაუგურაციის რეპეტიციისას სოფელ კურდღელაურში შვიდივე ქვემეხი კიდევ ერთხელ გაისვრის.

როგორც მხატვარი თამარ ფოცხიშვილი ამბობს, რომ ყველაფერი დეტალებშია გათვლილი და ინაუგურაციაზე მთავარი წამყვანი ფერი სასახლიდან გამომდინარე, იქნება ხისფერი და ქვისფერი.

ინაუგურაციას 150-ზე მეტი სტუმარი დაესწრება. ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ ჯარისკაცები.

ფიცის დადება, დაახლოებით, 40 წუთს გაგრძელდება და სამხედრო ზალპებით დასრულდება.

ინაუგურაციის პარალელურად გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციისთვის ემზადება.

„ხვალ იქნება საპროტესტო დღე. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად გაიმართება საპროტესტო აქციები,“ აცხადებს ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ზალიკო უდუმაშვილი.

თელავის მერიის უარის მიუხედავად, გაერთიანებული ოპოზიცია გეგმას არ ცვლის და ინაუგურაციის პარალელურად, მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას თელავის ცენტრში გეგმავს.

ოპოზიცია ამბობს, რომ  მხარდამჭერებთან ერთად, ძალადობით, გაყალბებით და მოსყიდვით ჩატარებულ არჩევნებს აპროტესტებს.

Facebook Comments
x

Check Also

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმები კვლავ ძალაშია

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ არის და კომენდანტის საათის მოიხსნა, იზოლაციისა და კარანტინის ...