Home » მთავარი » ჯერ-ჯერობით ინაუგურაციას პრეზიდენტებიდან მხოლოდ სომხეთის პირველი პირი ესწრება

ჯერ-ჯერობით ინაუგურაციას პრეზიდენტებიდან მხოლოდ სომხეთის პირველი პირი ესწრება

ხვალ სალომე ზურაბიშვილი ფიცს თელავში დადებს. ერეკლე მეორის სასახლეში სტუმრად ერთადერთი პრეზიდენტი ჩამოვა სომხეთიდან, მთავარი სტრატეგიული პარტნიორი – ამერიკა კი USAID-ის წარმომადგენლის დონეზე იქნება წარმოდგენილი.

ხვალინდელ ცერემონიას 1800 სტუმარი დაესწრება. ხვალ სკამები მხოლოდ პატრიარქისთვის, კონფესიის წარმომადგენლობისთვის, შშმ პირებისა და ხანდაზმული ადამიანებისთვის იქნება გამოყოფილი, დანარჩენი სტუმრები ფეხზე იდგებიან.

„ყველა აბსოლუტურად – პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები ინაუგურაციაში მიიღებენ მონაწილეობას ფეხზე დგომით, ვინაიდან მიეცეთ საშუალება უფრო მეტ ადამიანს, მიიღონ საინაუგურაციო პროცესში მონაწილეობა. სკამები იქნება მხოლოდ მისი უწმინდესობისთვის, კონფესიის წარმომადგენლობისთვის, ასევე შშმ პირებისა და ხანდაზმული ადამიანებისთვის. თავიდან იყო მოსაზრება, რომ ნაწილი ხომ არ იჯდეს და ნაწილი ხომ არ იდგეს, რაც ჩემი და ყველას აზრით, არ იქნებოდა სწორი, რომ ვიღაც იჯდეს და ვიღაც იდგეს, ამიტომ იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ ყველა ფეხზე იდგეს, ვისაც ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს,“ – განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, კახი კახიშვილმა.

რიგით მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადების შემდეგ კი მოწვეული სტუმრები წინანდლის ნაცვლად თელავის თეატრში გადაინაცვლებენ, სადაც საზეიმო მიღება დაიწყება.

ღონისძიება ერეკლე მეფის სასახლეში 16 დეკემბერს, 15 :00 საათზე დაიწყება და 40 წუთს  გაგრძელდება.

Facebook Comments
x

Check Also

15:00 საათზე “ოცნების” საგანგებო ბრიფინგი გაიმართება

ანონსი 15:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში  ბრიფინგი გაიმართება – ამის შესახებ ...