Home » მთავარი » ინაუგურაციის შემდეგ, საქართველოს ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება

ინაუგურაციის შემდეგ, საქართველოს ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ, საქართველოს ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, ანუ დღეიდან, 16:00 საათის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ძალაში შევა.

როგორც გახსოვთ, უამრავი შეხვედრისა და განხილვის შემდეგ, პარლამენტმა ძირითადი საკონსტიტუციო ცვლილებები 2017 წლის 26 სექტემბერს დაამტკიცა, რომელსაც მოგვიანებით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო და უწყებას მოტივირებული შენიშვნები წარუდგინა. მმართველმა გუნდმა შენიშვნები არ გაიზიარა, 110 მომხრე ხმით 8-ის წინააღმდეგ ვეტო დაძლია და საბოლოო ჯამში, კონსტიტუციური პროექტი 117 მომხრე ხმით 7-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

Facebook Comments
x

Check Also

საგარეო უწყება ქართველ მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოიყვანს

საქართველოს საგარეო უწყება უცხოეთიდან ქართველი მოქალაქეების ჩამოყვანას აგრძელებს. დღეს შესრულდება ათენი-თბილისის რეისი შესრულდება. მგზავრებს შორის ...