Home » მთავარი » ინაუგურაციის პარალელურად თბილისის ქუჩებში (ვიდეო)

ინაუგურაციის პარალელურად თბილისის ქუჩებში (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია თელავში გაიმართა. თელავში პარაკეკურად გაერთიანებული ოპოზიციის აქცია გაიმართა. დღის განმავლობაში სიტუაცია არაერთხელ დაიძაბა. სოციალურ ქსელში კი გაჩნდა სტატუსები-„სალომე არ არის ჩემი პრეზიდენტი“ და „სალომე ჩემი პრეზიდენტია“.

სწორედ ამ კითხვით –არის თუ არა სალომე თქვენი პრეზიდენტი? – გავიდა ქუჩაში ზურა ხვიჩია.

როგორც ჟურნალისტი ამბობს, მოქალაქეების უმრავლესობამ საუბარი არ ისურვა, ნაწილმა კი ობიექტივის გარეთ ისაუბრა.

გამოკითხულთა ნაწილი ამბობს, რომ „არჩევნები გაიყიდა და ოპოზიცია ხელისუფლებასთან შეთანხმებულად მოქმედებს“.

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ქმედება დასჯილი უნდა იყოს და სალომე ზურაბიშვილი სახალხო პრეზიდენტია.

საზოგადოების ერთი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ არაფრის შეცვლა აღარ შეიძლება და სჯობს ქვეყანაში სიმშვიდე იყოს.

ამ ადამიანებმა კი უპრობლემოდ გასცეს კითხვას პასუხი, თუმცა აღნიშნეს, რომ კარგი იქნება თუ ჟურნალისტები უფრო სოციალური კითხვებით გავლენ ხალხში.

ამ დროისთვის კი რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლა დაიწყო. პარლამენტის წინ ოპოზიციის წარმომადგენლები იკრიბებიან. აქ არის ტრანსფარანტები – „არა სალომეს!“

ამ წუთებში რუსთაველზე 2 კარავი გაიშალა.

Facebook Comments
x

Check Also

საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს

საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას ...