Home » მთავარი » შიმშილობის მე-4 დღე – გამსახურდიებს ჯერ არავინ შეხვედრია

შიმშილობის მე-4 დღე – გამსახურდიებს ჯერ არავინ შეხვედრია

პირველი პრეზიდენტის შვილები, ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები უკვე მეოთხე დღეა შიმშილობენ. ისინი პროკურატურისგან პრეზიდენტის გარდაცვალების საქმის გამოძიების ვადის გაგრძელებას ითხოვენ.

მათი თქმით, შიმშილობის დაწყების დღიდან არავინ შეხვედრია.

ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე 2 კვირაში ხანდაზმული ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის გამოძიება ავტომატურად შეწყდება.

დღეს ოჯახის ადვოკატი საქმის გამომძიებლებს სამუშაო შეხვედრაზე შეხვდება. ადვოკატი ამირან გიგუაშვილის ამბობს, რომ ეს საქმის გამომძიებლებთან და პროკურორთან მხოლოდ მორიგი სამუშაო შეხვედრაა.

18 დეკემბერს საზოგადოების ერთი ნაწილი 16:00 საათზე პროკურასთან იკრიბება და გამსახურდიებს სოლიდარობას გამოუცხადებს.

-“ეს არის ღირსების საქმე” – აცხადებენ ადამიანები, რომლებიც 18-ში პროკურატურასთან მიდიან.

ცოტნე გამსახურდია:

-ქოცისტკების ავადმყოფურ აზროვნებაზე:

კარგი, მე არ ვვარგივარ. მამაჩემს ოჯახი არ უვარგოდა, მომხრეები არ უვარგოდნენ, და ბიძინა ილია ჭავჭავაძის ინკარნაციაა.

მაგრამ ჩემს სიკარგეზე და ყოჩაღობაზეა დამოკიდებული მკვლელობის საქმის გამოძიება?!

აი, ასე რომ ფიქრობს საკმაოდ დიდი ნაწილი ამ ქვეყანაში (თუმც მათი რიცხვი საბედნიეროდ მცირდება), ამიტომ იქნება აქ კიდევ ბევრი დადუნაშვილი, სარალიძე, გირგვლიანი, მაჩალიკაშვილი თუ სხვა მრავალი  ამიტომ ბედავს ამდენს მმართველი ძალა სწორედ…

და კიდევ: ბიძინას და მის მონებს ჩვენზე მეტად უყვართ მამაჩემი, და საერთოდაც, მან ყველაფერი ყველაზე უკეთ იცის.

როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?

სამშაბათს 4 საათზე გელით მთავარ პროკურატურასთან”

Facebook Comments
x

Check Also

“უნდა ვემზადოთ არჩევნებისთვის გაცილებით უფრო სერიოზულად”

„უმრავლესობის დაშლა კატეგორიულად მიუღებელია. პარტიიდან 10-15 კაცის გარიცხვა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი იყვნენ, ქვეყანას დააზიანებს“, – ...