Home » მთავარი » „ჩალპნენ იქა…!“ – ყოფილი ოთხი მაღალჩინოსანი დაკავებული

„ჩალპნენ იქა…!“ – ყოფილი ოთხი მაღალჩინოსანი დაკავებული

ბუტა რობაქიძის ოჯახის წევრები სასამართლოს მიერ გამოცხადებული განაჩენით კმაყოფილები არიან.დღეს სასამართლომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ოთხი მაღალჩინოსანი, ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე,  ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამანაშავედ ცნო. მათ სასჯელის სახით პატიმრობა შეეფარდათ. ოთხივე მათგანი სასამართლო დარბაზიდან სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში გადაიყვანეს.

კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსს ზაზა ბაქრაძეს კი საპროცესო შეთანხმება გაუფორმა და პირობით სასჯელი დააკისრა.

სოსო რობაქიძე ამბობს, რომ ძალიან მალე დაიწყება კიდევ ერთ ეპიზოდზე სასამართლო პროცესები, რომლის დასასრულიც ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების დასჯა იქნება.

„რასაც დონაძე აკეთებდა ორი დღის განმავლობაში და რუთავი 2-მა როგორ წვალობს ჩემი შვილი რომ კვდება აჩვენა, მარტო მაგიტომ ეკუთვნოდა დონაძეს ეგ სროკი.

გარეწრები წავიდნენ ციხეში და ჩალპნენ იქა. მაქსიმუმი მისცა მოსამართლემ.. ახლა ვნახოთ მეორე საქმე დაიწყება მალე და ალბათ იმათაც მალე მიესჯებათ, ზოგი  ჩინოვნიკია დღეს, ზოგი ყოფილი ჩინოვნიკია, ძალიან მალე მათაც დაედებათბორკილები თქვენს თვალწინ,“-ამბობს რობაქიძე.

 

Facebook Comments
x

Check Also

კამელინი – ვირუსული ინფექციებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება!

„კამელინი“ 100 პროცენტით ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატია, არატოქსიკური და ჰიპოალერგიულია, აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ...