Home » მთავარი » „აღარაფრის მჯერა!“ – მკვლელობის საქმის ერთ-ერთი პროკურორი დაწინაურდა

„აღარაფრის მჯერა!“ – მკვლელობის საქმის ერთ-ერთი პროკურორი დაწინაურდა

  სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

როგორც ცნობილი გახდა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის  ერთ-ერთი პროკურორი იმედა გუგუშვილი კარიერულად დაწინაურდა. ეს ფაქტი მიუღებელია ზაზა სარალიძისთვის, მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საქმის მოქმედ პროკურორს თორნიკე ნადირაძეს. მანდატურის სამსახურმა ზაზა სარალიძეს შენობა დაატოვებინა.

„მე არაფრის აღარ მჯერა. იმედა გუგუშვილი ზვიად ფხაკაძესთან ერთად აყალბებდა საქმეს და ახლა გავიგე, რომ ის დააწინაურეს. სად არის საერთოდ მთავარი პროკურორი? მე მივმართე შსს-ს და პროკურატურას შეხვედრის შესახებ, თუმცა მხოლოდ შსს-მ გამოთქვა მზაობა შეხვედრისთვის“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დღესვე სარალიძე შს სამინისტროში იმყოფებოდა. მისი მოთხოვნა უცვლელია – დაისაჯოს არა მხოლოდ მიხეილ კალანდია, არამედ ყველა ის პროკურორი ვისაც წვლილი მიუძღვის საქმის გაყალბებაში.

ზაზა სარალიძე შსს-ში ადვოკატთან ერთად მივიდა. ნესტან ლონდარიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა, მან მიმართა პროკურატურასაც და მოითხოვა გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით შეხვედრა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღია.

Facebook Comments
x

Check Also

“თუ ხელისუფლებისთვის მაჟორიტარი ასე მნიშვნელოვანია, რატომ წაართვა დუშეთს არჩევის შესაძლებლობა?!.”

დუშეთის საკრებულოს წევრი მერი ფოლოდაშვილი საკრებულოს სხდომებს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება მანამ, სანამ ქუჩაში ადამიანები ...