Home » მთავარი » დაცვის პოლიციის მიერ დაცვისა და მაკონტროლირებლის ფუნქციის შეთავსება არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული

დაცვის პოლიციის მიერ დაცვისა და მაკონტროლირებლის ფუნქციის შეთავსება არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული

გიორგი საკარული

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინიტროს დაცვის პოლიციის მიერ ერთდროულად დაცვისა და მაკონტროლირებლის ფუნქციის შეთავსება არაკონსტიტუციურად ცნო.გადაწყვტილება მოსამართლეთა კოლეგიამ 14 დეკემბერს გამოაცხადა .გადაწყვტილების მიხედვით რომლიც ძალაში 2019 წლის ივლისიდან შევა დაცვის პოლიცია ვერც ფიზიკურ და იურიდიულ პირთა დაცვას განახორციელებს.

საკონსტიტუციო სასმართლოში სადავო ნორმები რამდენიმე კერძო დაცვის კომპანიამ გაასაჩივრა.კონსტიტუციური სარჩელის ავტორი კონსტიტუციონალიტი ლევან მახარაშვილია.მისი განცხადებით ,აქამდე არსებული ნორმები ბაზარზე არაკონკურენტუნარიან გარემოს ქმნიდა კერძო დაცვის კომპანიებს კი არათანაბარ პირობებში აყენებდა. „სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმები და დაადასტურა, რომ სახელმწიფო, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შეშვეობით უხეშად ერევა კერძო დაცვის ორგანიზაციების საქმიანობაში, რითიც შეუძლებელს ხდის თავისუფალ და კონკურენტუნარიან საქმიანობას, ვინაიდან ერთის მხრივ, თავად ახორციელებს იმავე ბიზნესს, მეორეს მხრივ კი კონკურენტების მიმართ გააჩნია მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქცია. არაკონსტიტუციური ნორმები ქმნიან ისეთ უსამართლოს პრაქტიკას, როდესაც კერძო დაცვის ორგანიზაციების ეკონომიკური საქმიანობის შედეგიანობა, პირდაპირ დამოკიდებულია კონკურენტის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კეთილ ნებაზე, რაც შეუძლებელს ხდის ჯანსაღი კონკურენციის არსებობას.“

კონსტიტუციური სარჩელის ავტორის ლევან მახარაშვილის განცხადებით დაცვის კომპანიებთან ერთად უკვე დაწყბეულია მუშაობა კანონპროეტზეც რომელსაც პარლამენტში უახლოეს პერდიოში წარუდგენენ.ახალი კანონპროეტი იურისტის მტკიცებით შემაცირებს ელიტური კორუფციის რისკებსაც. “ ამ დაკანონებული უსამართლობის შედეგად წლების განმავლობაში მილიონობით ლარი ილექება შსს-ს იმ მაღალჩინოსანთა ჯიბეებში, რომლებიც ხელოვნურად აკოტრებენ კერძო დაცვით კომპანიებს. ეს მანკიერი პრაქტიკა პირდაპირ ეწინააღმდეგება „კორუფციის წინააღმდეგ“ გაეროს კონვენციის, მე-12 მუხლს, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს ყველა ზომის მიღებას, რომ კერძო სექტორის რეგულირება იყოს გამჭვირვალე და საჯარო პირებს არ გააჩნდეთ ინტერესთა კონფლიქტი ბიზნესის სხვადასხვა სფეროში. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედის 2019 წლის 01 ივლისიდან.

ევროპის ქვეყნების საუკეთესო მოდელების შესწავლის შედეგად ჩვენ შევიმუშავებთ განსახორციელებელი ცვლილების მოდელს, რომელსაც შევთავაზებთ სათანადო ორგანოებს, ასევე ზედმიწევნით დავაკვირდებით საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების პროცესს, რომ ისევ არ დარჩეს ცარიელი სივრცე ელიტური კორუფციის წასახალისებლად. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი გახლავთ კონსტიტუციონალისტი ლევან მახარაშვილი.

Facebook Comments
x

Check Also

იმედს ვიტოვებთ, გამოძიება წარიმართება ოპერატიულად

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მარნეულში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ჩვენს ხელთ არსებული ...