Home » თქვენი სათქმელი » “ივანიშვილი ცალსახად დგას ცუნცვანგის მდგომარეობაში, საფასურს ვიხდით მთელი ქვეყანა”

“ივანიშვილი ცალსახად დგას ცუნცვანგის მდგომარეობაში, საფასურს ვიხდით მთელი ქვეყანა”

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

დავით ნებიერიძე

საზოგადოება „ივერია“

-მინდა ყველას განგიმარტოთ პოლიტიკური მეცნიერების ქრესტომატიული ჭეშმარიტება და არ მოგაწყენთ თავს პირადად ჩემი შეფასებებით: როდესაც ქვეყანაში გაბატონებულია შერჩევითი სამართალი და ამაში ალბათ არ შემეკამათებით, ნებისმიერი სამართლებრივი აქტის აღსრულების ლეგიტიმაციის დონე უკიდურესად დაბალია ან საერთოდ ნულის ტოლია, ანუ, შერჩევითი სამართალი მთლიანად ანგრევს სამართლებრივ სივრცეს სახელმწიფოში. ხოლო, რაც შეეხება პოლიტიკოსის დაპატიმრებას, სამართლებრივი არგუმენტები უნდა იყოს მაქსიმალურად მაღალი, ამას მოითხოვს დემოკრატიის სტანდარტები. აღარაფერს ვამბობ პოლიტიკურ ასპექტებზე. ამ თვალსაზრისით სრული აფსურდია კირკიტაძის პატიმრობაში დატოვება. უფრო მეტიც, აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია, მაგრამ, სინამდვილეში ჩვენ დღეს საქმე გვაქვს არა სამართლებრივ აქტთან ან სამართლებრივ სივრცესთან, არამედ კლასიკური გაგებით პოლიტიკურ რეპრესიებთან და ორი სიტყვით ამ საკითხზეც გავაკეთებ განმარტებას: დღევანდელი ხელისუფლება საბოლოოდ ჩამოყალიბდა რეპრესიულ რეჟიმად და ამას აქვს კლასიკური ახსნა – როდესაც ხელისუფლება პოლიტიკურად გაკოტრებულია და ადგილი აქვს ხელისუფლების უზურპაციას(თუნდაც არჩევნების უსამართლოდ ჩატარების გამო) მას რჩება მხოლოდ ერთი ინსტრუმენტი, რათა გაახანგრძლივოს ხელისუფლებაში დარჩენის ვადა – პოლიტიკური რეპრესიები, პოლიტიკური ტერორი, მაგრამ, ნებისმიერმა ასეთმა ხელისუფლებამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ასეთი ინსტრუმენტის გამოყენებას ედება უაღრესად ძვირი სახდელი. გამონაკლისი არასოდეს ყოფილა და არასოდეს იქნება, მითუმეტეს 21-ე საუკუნეში.

ასე, რომ ივანიშვილი ცალსახად დგას ცუნცვანგის მდგომარეობაში, როდესაც ნებისმიერი მისი გადაწყვეტილება ამძიმებს მისსავე მდგომარეობას და ის იძულებულია აირჩიოს ორი ცუდი გადაწყვეტილებიდან ნაკლებად ცუდი თავისი შედეგებით.  ზუსტად ამ ხელისუფლების საფირმო ნიშანია ის, რომ ივანიშვილი ყოველ ჯერზე ირჩევს ყველაზე ცუდს, ყველაზე დამაზიანებელს. სამწუხარო ისაა, რომ ამის საფასურს ვიხდით ჩვენც, მთელი ქვეყანა.

 

Facebook Comments
x

Check Also

პარლამენტში ბიუროს სხდომა დაიწყო

პარლამენტში ბიუროს სხდომა დაიწყო. სხდომა პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მიჰყავს. სხდომას უმრავლესობის წევრები ესწრებიან. საუბარი ...