Home » მთავარი » გელა სამხარაულს რუსთაველზე კარვები აწუხებს-კითხვა გახარიას

გელა სამხარაულს რუსთაველზე კარვები აწუხებს-კითხვა გახარიას

შს მინისტრმა დეპუტატ გელა სამხარაულის კითხვას უპასუხა, რომელიც რუსთაველზე მდებარე კარვებს ეხებოდა. დეპუტატს აინტერესებდა რატომ არ შეიზღუდა კარვების გაშლა ქალაქში.

“რა თქმა უნდა, იყო გარკვეული გამოწვევა, თუმცა კარავი არასოდეს ყოფილა თვითმიზანი. რეალურად პოლიცია პირველ რიგში ზრუნავს და ზრუნავდა მაშინაც აქციის მონაწილეებზე. თუმცა კარვების დადგმა არდადგმა არ არის ერთადერთი კომპონენტი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის, არშეზღუდვის ან მისი დაშვების, თუმცა იყო იქ გარკვეული უხერხულობა და ეს შეზღუდვა იყო დროებითი და დროში შეზღუდული.

იყო მომართვა რა ოპერატიული ინფორმაცია გქონდათო. ეს ოპერატიული ინფორმაცია სასამართლოსთვის გვაქვს მიწოდებული, იმ საქმის ფარგლებში, რომელიც კარვების დადგმა არდადგმასთან დაკავშირებით მიმდინარეობს,”-ამბობს გახარია.

Facebook Comments
x

Check Also

ცდილობენ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას…

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეებისა, რომლებიც ...