Home » მთავარი » პირველად საქართველოში მეხსიერების ჩემპიონატი ჩატარდება

პირველად საქართველოში მეხსიერების ჩემპიონატი ჩატარდება

23 დეკემბერს, 12:00 საათზე, „მეხსიერების აკადემიისა“ და „ახალგაზრდული ცენტრების ასოციაციის“ ორგანიზებით, პირველად საქართველოში ინოვაციური გონებრივი შეჯიბრი – მეხსიერების ჩემპიონატი გაიმართება. ღონისძიებას სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი (საბაუნი) უმასპინძლებს.

მეხსიერების ჩემპიონატი წარმოადგენს მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ შეჯიბრს, რომელშიც მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებიან ციფრების, სიტყვების, ადამიანების სახელებისა და სახეების, გეომეტრიული ფიგურებისა და თარიღების დამახსოვრებაში.

საქართველოს მეხსიერების ჩემპიონატში მონაწილეობა უფასოა, თუმცა ადგილები შეზღუდულია. საპრიზო ადგილებზე გასულები მედლებით, სერტიფიკატებითა და ფასიანი პრიზებით დაჯილდოვდებიან, გამარჯვებულს კი თასი გადაეცემა.

აღსანიშნავია, რომ მეხსიერების ჩემპიონატები 1991 წლიდან იღებს სათავეს და ამჟამად უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული – ყოველწლიურად იმართება ეროვნული, კონტინენტური, საერთაშორისო და მსოფლიო ჩემპიონატები. „მეხსიერების აკადემიისა“ და „ახალგაზრდული ცენტრების ასოციაციის“ ორგანიზებით, ანალოგიური შეჯიბრები 2019 წლიდან საქართველოშიც რეგულარულად ჩატარდება.

მისამართი: თბილისი, კ. ქუთათელაძის ქ. №3 – სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტი

საკონტაქტო პირი: დავით ბეგიაშვილი – 595 45 55 55

Facebook Comments
x

Check Also

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი რამდენიმე დღით პერევის გადასასვლელს კეტავს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი რამდენიმე დღით პერევის გადასასვლელს კეტავს. ამის შესახებ ნათქვამია ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების ...