Home » მთავარი » ცენტრალური საარჩევნო კომისია ხვალ ახალ თავმჯდომარეს ირჩევს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ხვალ ახალ თავმჯდომარეს ირჩევს

24 დეკემბერს, 14 საათზე ცესკოში ჩანიშნულ სხდომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.

გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სრული შემადგენლობის ორი მესამედით უნდა მიიღოს, ფარული კენჭისყრით. სამივე კანდიდატს –  თამარ ჟვანიას, ლადო ბოჟაძეს და თამარ შელეგიას ერთდროულად ეყრება კენჭი.

იმ შემთხვევაში კი, თუ ცესკო თავმჯდომარის არჩევას ვერ შეძლებს, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს და წარდგენილი სამი კანდიდატურიდან სწორედ დეპუტატები შეარჩევენ.

Facebook Comments
x

Check Also

პატარა საქართველო ემიგრაციაში – ერთად სიყვარულის ენით…

საღამო სადაც ყველა ხელოვანი გაერთიანდება! საღამო რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ! 19 სექტემბერს, ქართველების საღამო ამერიკაში-რესტორან “ფიროსმანში” ...