Home » მთავარი » „ძალიან ნიჭიერი ბავშვების საოცარი წარმოდგენა ვნახეთ, სიკეთე და ბედნიერება მათ“

„ძალიან ნიჭიერი ბავშვების საოცარი წარმოდგენა ვნახეთ, სიკეთე და ბედნიერება მათ“

დავით უთმელიძესმენისარმქონე და სმენადაქვეითებულ ბავშვთა 203-ე“ საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ გამართულ საახალწლო ღონისძიებას დაესწრო. 

საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი,დავით უთმელიძე საბურთალოს გამგებელ, გაიოზ ვასაძესთან და გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად  203-ე საჯარო სკოლას ესტუმრადა მოსწავლეების მიერ გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

„სმენისარმქონე და სმენადაქვეითებულ ბავშვთა 203-ე“ საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს სპექტაკლი „ქრისტეს შობა“ წარუდგინეს.

დავით უთმელიძემ ღონისძიების ბოლოს სიტყვით მიმართა სკოლის აღმზრდელებსა და აღსაზრდელებს, ბავშვებს ტკბილეული გადასცა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

-ძალიან ნიჭიერი ბავშვები ხართ, ამაში უკვე არაერთხელ დავრწმუნდი. დიდი მადლობა მოწვევისთვის  და ამ საოცარი სანახაობისთვის, რაც დღეს ჩვენ წარმოგვიდგინეთ, ყველას გილოცავთ  დამდეგ შობა-ახალ წელს, გისურვებთ სიკეთეს, ბედნიერებასა და ჯანმრთელობას-უთხრა დეპუტატმა მოსწავლეებს და პედაგოგებს.

Facebook Comments
x

Check Also

პატარა ვირტუოზი ყოველი ჰონორარიდან ბავშვთა სახლის ბავშვებს ყოველთვის გაახარებს…

უკრაინულ ვოისის ქართველი გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი ბავშვთა სახლში საჩუქრებით მივიდა და პატარებს კონცერტი ჩაუტარა. აშშ ...