Home » მთავარი » მართასთვის – საქველმოქმედო გამოფენა N6 ბაღში, შევუერთდეთ ჩვენც!

მართასთვის – საქველმოქმედო გამოფენა N6 ბაღში, შევუერთდეთ ჩვენც!

თბილისის N6 ბაგა-ბაღში აღსაზრდელის, მართა მგელაძის დასახმარებლად საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

მართა მგელაძე N170 ბაგა-ბაღის აღსაზრდელია. ის ხუთი წლისაა და სრულიად მოულოდნელად, საკმაოდ მძიმე დიაგნოზი დაუსვეს – მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია.

მართას მკურნალობისთვის უზარმაზარი თანხაა საჭირო და ამ კეთილშობილურ საქმეში თავისი წვლილის შეტანა N6 საჯარო ბაგა-ბაღმაც სცადა – ბაღის აღსაზრდელებისა და აღმზრდელების ერთობლივი ნამუშევრები დღეს, ბაღში მისულმა მშობლებმა და მიწვეულმა სტუმრებმა შეიძინეს.

დღის ბოლოს, ქველმოქმედებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე და მისი მოადგილე ირაკლი თურმანიძე შეუერთდნენ და ხელნაკეთი ნივთები შეიძინეს.

N6 ბაღში ნამდვილი ხელოვნების ზეიმი იყო. გამოფენილი იყო საახალწლო თემატიკაზე შექმნილი სუვენირები, ნაძვის ხეები, ნაძვის ხის სათამაშოები და სხვა დეკორაციები.

აქციაში ჩაერთო სააგენტოს წარმომადგენელი ნინო გულბათაშვილი.

– მეც შევიტანე მცირე წვლილი. იმედია პატარა მართა ძალიან მალე კარგად იქნება.  ამასთანავე, აღფრთოვანებას ვერ ვმალავ ვერცერთხელ, როცა კი შევდივარ საბავშვო ბაღში და ვნახულობ თუ რა ნიჭიერი და ხელმარჯვე ადამიანები მუშაობენ ჩვენ გუნდში. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ჯანმრთელობას უსურვებს მართას და ყველა პატარას”-გვითხრა ნინო გულბათაშვილმა.

მართლაც,  ერთად ყველაფერს შევძლებთ! გავერთიანდეთ პატარა მართას დასახმარებლად!

თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ
მითითებულ საბანკო ანგარიშებზე⬇️

საქართველოს ბანკი/BANK OF GEORGIA:
GE47BG0000000822180500
მიმღები: ივანე მგელაძე(მამა)

თიბისი ბანკი/TBC BANK:
GE89TB7194045063600038
მიმღები: ივანე მგელაძე(მამა)

იმედია სხვა ბაღებიც შეუერთდებიან აქციას და არა მხოლოდ ბაღები, ჩვენც, ჟურნალისტებიც და სხვა პროფესიის ადამიანებიც. 

Facebook Comments
x

Check Also

გედევან ფოფხაძე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს  ტოვებს

დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს  ტოვებს. როგორც ფოფხაძემ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ...