Home » მთავარი » “ნათელი მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია…”

“ნათელი მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია…”

კახა კალაძე: ხაბეიშვილი რომ რეპრესიებზე დასვამს შეკითხვას, ეს არის ნათელი მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, დაჭრის ფაქტი, რომელიც რაჭაში მოხდა, არის პირადი დაპირისპირება და საქმეს პოლიტიკური ელფერი არ უნდა მიეცეს.

ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი რეპრესიების განხორციელებაში დაადანაშაულა.

„ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია. ჯერ როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, გვაჩვენებდნენ, როგორი არ უნდა ყოფილიყო ხელისუფალი და როგორ არ უნდა მართო ქვეყანა. ეს არის ადამიანის უბედურება, პირადი დაპირისპირება და აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს იყო ორ ადამიანს შორის დაპირისპირება და მოხდა სამწუხარო ფაქტი – ერთი არის დაჭრილი და მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ამ საქმეზე პოლიტიკური სარჩულის მიკერებას ცდილობს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

მოლებში და ბაზრობებზე  მომხმარებლების დიდი მობილობაა და მათი გახსნა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება

მიხეილ დაუშვილი:  სავაჭრო  მოლებში და ბაზრობებზე  მომხმარებლების დიდი მობილობაა და მათი გახსნა ამ ეტაპზე ვერ ...