Home » მთავარი » „კარაქი ხომ არ არის ფუფუნების საგანი, ხოდა თითქმის ორჯერ გაძვირდა!..“

„კარაქი ხომ არ არის ფუფუნების საგანი, ხოდა თითქმის ორჯერ გაძვირდა!..“

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ენძელა მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ინფლაციის დათვლა უნდა მოხდეს იმის მიხედვით, თუ რას მოიხმარს ან ვერ მოიხმარს ადამიანი. მისივე თქმით, მხოლოდ ტურიზმი ვერ შექმნის მაღალ ეკონომიკურ მაჩვენებელს.

„მე სრულიად დაბეჯითებით ვამბობ, რომ ტურიზმი და ასეთი ბენზინის შემოტანა და გაყიდვა ქვეყანაში ვერ შექმნის იმ ეკონომიკურ დონეს, რომ რაღაცით გამოსწორდება მდგომარეობა. კარაქის ფასი რამდენი გახდა ამ 3-4 წელიწადში? თითქმის ორჯერ გაძვირდა. კარაქი ხომ არ არის ფუფუნების საგანი. ხიზილალა თუ გაიაფდა, ამას გაჭირვებული ადამიანი მაინც ვერასდროს იყიდის, ამიტომ ჩვენ ინფლაცია უნდა დავთვალოთ იმის მიხედვით, რასაც ყოველდღიურად მოიხმარენ ეს ადამიანები“, – განაცხადა დეპუტატმა.

Facebook Comments
x

Check Also

2 ივნისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პირველკლასელთა რეგისტრაციის III ...