You are here
ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების საქმეზე შექმნილ  ჯგუფს გენერალური პროკურორი უხელმძღვანელებს მთავარი სამართალი 

ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების საქმეზე შექმნილ ჯგუფს გენერალური პროკურორი უხელმძღვანელებს

გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე საქართველოს ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის  საქმესთან დაკავშირებით  ცოტნე გამსახურდიას  ინტერესების დამცველ ამირან გიგუაშვილთან ერთად  შეხვდა. შეხვედრას ასევე საქმის პროკურორი და გამომძიებელი ესწრებოდნენ.

გენერალურმა პროკურორმა ცოტნე გამსახურდიას და მის  ადვოკატს შესთავაზა  მოამზადონ და წარადგინონ საგამოძიებო მოქმედებების გეგმა, რომელიც პროკურატურასთან შეთანხმებით განხორციელდება. ასევე, მათ შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი სურვილისამებრ  გამოძიების პროცესში ჩართონ მათი ნდობით აღჭურვილი უფლებადამცველები და ექსპერტები.

საგამოძიებო ჯგუფს  გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს.

ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის  საქმის გამოძიებასთან  დაკავშირებით  მომდევნო შეხვედრა  პროკურატურაში იანვრის ბოლოს გაიმართება.

 

Comments

comments

Related posts