Home » მთავარი » “კოლექტიური ზარდიაშვილების” მიერ ხელისუფლების უზურპირება…”

“კოლექტიური ზარდიაშვილების” მიერ ხელისუფლების უზურპირება…”

ქართული საზოგადოების პრინციპულობის და მისი გაზრდილი პასუხისმგებლობის შედეგად “კოლექტიური ზარდიაშვილის“ მცდელობა მოეხდინათ სასამართლო ხელისუფლების საბოლოო უზურპირება შეჩერებულია, – ამის შესახებ 2020News-თან საუბრისას ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა განაცხადა.

“ქართული ოცნების“ გამარჯვების 6 წლის თავზე, როგორც სასამართლო ისევე ხელისუფლების სხვა შტოები უნდა განთავისუფლდნენ  იმ მძიმე მემკვიდრეობისგან, რომელიც სახელმწიფოს სააკაშვილის მმართველობის შემდეგ დარჩა. ამისათვის, აუცილებელია ქართულმა საზოგადოებამ მიიღოს პასუხი დიდი ხნის კითხვაზე:  ვისი რეკომენდაციით და მხარდაჭერით, არა თუ დარჩნენ ეს ადამიანები ხელისუფლებაში, არამედ სისტემატიურად აძლიერებენ თავის გავლენას სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტებზე.

დღეს, უსამართლო მოსამართლეების სიის განხილვაზე უარის თქმა შეგვიძლია მივიჩნიოთ სახელმწიფო ინსტიტუტების განახლების და გაწმენდის პროცესის დასაწყისად. მაგრამ, ამავდროულად 2020 წლის  არჩევის პარლამენტი უნდა იყოს იმის მყარი გარანტია, რომ  ბნელი და საეჭვო წარსულის მქონე ადამიანები ხელისუფლებაში არ იქნებიან”, – განაცხადა მეტრეველმა.

Facebook Comments
x

Check Also

„ნატოში გაწევრიანების გზაზე სტრატეგიული მოთმინება და მზადყოფნა უმნიშვნელოვანესია“

„ნატოში გაწევრიანების პროცესის ხელოვნურად დაჩქარება ვერ მოხდება“, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ...