You are here
მურუსიძემ საბჭოს იმდენი დრო მოსთხოვა, რამდენიც ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად დასჭირდება მთავარი სამართალი 

მურუსიძემ საბჭოს იმდენი დრო მოსთხოვა, რამდენიც ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად დასჭირდება

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ იუსტიციის საბჭოში გასაუბრებაზე დასასწრებად მედია შეიყვანა, რადგან მისი თქმით უნდა „ბოლოსდაბოლოს ყველა კითხვას გაეცეს პასუხი“.

„ჩემს მიმართ არსებობს პრეტენზია, რომ ვარ არაკეთილსინდისიერი, მაგრამ არასდროს უთქვამთ, რომ ვარ არაკომპეტენტური… შესაბამისად ველოდები კითხვას, ვარ თუ არა არაკეთილსინდისიერი“, – განაცხადა მოსამართლემ.

მურუსიძემ საბჭოს იმდენი დრო მოსთხოვა, რამდენიც ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად დასჭირდება.

მურუსიძეს 3-წლიანი ვადა ეწურება და ამ გასაუბრების შედეგად გადაწყდება მისი უვადოდ დარჩენის საკითხი სასამართლოს სისტემაში.

ლევან მურუსიძე ყოფილი ხელისუფლების დროს მოკლული სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლეა. ამ წუთებში იუსტიციის საბჭოში მას კითხვებს ამ საქმეზეც უსვამენ.

Comments

comments

Related posts