Home » მთავარი » რაგბის კავშირის მიწის ნაკვეთის კომერციული მიზნებისთვის გასხვისება „მძიმე ფაქტია”

რაგბის კავშირის მიწის ნაკვეთის კომერციული მიზნებისთვის გასხვისება „მძიმე ფაქტია”

ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ბიძინა გეგიძემ ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებთან ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები შეაფასა.

პარლამენტის წევრმა თბილისში „მზიურის“ ტერიტორიაზე რაგბის კავშირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კომერციული მიზნებისთვის გასხვისება „მძიმე ფაქტად“ შეაფასა. როგორც ვაკის მაჟორიტარული ოლქის დეპუტატმა და რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა, რაგბის კავშირიდან მიწის მყიდველი სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ხელმძრვანელობას, მრავალსართულიანი შენობების მშენებლობის დაწყების პროცესების შეჩერების და კონსულტაციების გამართვის თხოვნით მიმართა.

ბრიფინგზე, ბიძინა გეგიძემ იუსტიციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, თავად ის იდეა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების კომპეტენცია უშუალოდ მოსამართლეთა კორპუსის მიერ მოხდებოდა, სწორ მიდგომას და რეფორმას წარმოადგენდა, თუმცა ამ პროგრესულმა იდეამ სწორი ასახვა ვერ ჰპოვა. პარლამენტის წევრმა ამის მიზეზად იუსტიციის საბჭოს მიერ უზენაეს სასამართლოში უვადოდ განწესებული მოსამართლეების კანდიდატები დაასახელა, რომელებიც პარლამენტს მიმდინარე კვირის დასაწყისში წარედგინა. „დღევანდელი იუსტიციის საბჭოს ის შემადგენლობა, რომლებმაც ჯერ უზენაესი სასამართლოს წევრების კანდიდატურას დაუჭირა მხარი და შემდეგ ლევან მურუსიძე უვადოდ გაამწესა სააპელაციო სასამართლოში, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. აღმოჩნდა, რომ იმ პროგრესულმა და სწორმა იდეამ  მარცხი განიცადა და შედეგად მივიღეთ საბჭო, რომელიც სრულიად არაადექვატურია და მოწყვეტილია რეალობას და საზოგადოების დაკვეთას“, – განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

Facebook Comments
x

Check Also

გახარია პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა

დღეს, გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა. პარლამენტთან “შეცვალეს”  წევრების აქცია მიმდინარეობა. -გვახსოვს ...