Home » მთავარი » „შეწყალების კომისია რომც დაეტოვებინა ზურაბიშვილს, მე მაინც წამოვიდოდი კომისიიდან”

„შეწყალების კომისია რომც დაეტოვებინა ზურაბიშვილს, მე მაინც წამოვიდოდი კომისიიდან”

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შემდეგ ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ თუ ახალი პრეზიდენტი ამ კომისიას დატოვებდა, ის მაინც წავიდოდა თანამდებობიდან.

„კომისია სათათბირო ორგანოა და მასში უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებსაც პრეზიდენტთან აქვთ ღირებულებითი ერთობა და ურთიერთნდობა. ამდენად, ახალი პრეზიდენტი თავისუფალი უნდა ყოფილიყო და მიეღო გადაწყვეტილება, შეექმნა შეწყალების კომისია, რომელიც იმუშავებს მასთან. ეს გადაწყვეტილება თავიდანვე მქონდა მიღებული, თუმცა ველოდი, რომ ინაუგურაციის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში პრეზიდენტი დაინტერესდებოდა კომისიის საქმიანობით და მუშაობის პრაქტიკით, მაგრამ ასე არ მოხდა. ამიტომ შევიტანე განცხადება და გამოვხატე ჩემი ნება. ეს კომისია რომც დაეტოვებინა ზურაბიშვილს, მე მაინც წამოვიდოდი კომისიიდან”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

ზვიად ქორიძემ და რამდენიმე წევრმა შეწყალების კომისია უკვე დატოვეს. კომისია დატოვა ეკა გიგაურმაც.

Facebook Comments
x

Check Also

ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული მხარე ...