Home » მთავარი » “მადლობა თქვენი სიყვარულისა და ზრუნვისთვის…”

“მადლობა თქვენი სიყვარულისა და ზრუნვისთვის…”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

-თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს! ქართველ ერს წილად ხვდა განსაკუთრებული პატივი, რომ ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელად და სულიერ წინამძღოლად თქვენ მოევლინეთ და ეს სწორედ მაშინ მოხდა, როცა ქვეყანაში მძიმე დროება იდგა.

თქვენ, აღსაყდრებიდან 41 წლის თავზე, ისევ ისე დაუღალავად, მამაშვილური სიყვარულითა და მზრუნველობით, იღწვით ჩვენი ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ. თქვენ მაგალითს გვაძლევთ ყველას და შთააგონებთ ადამიანებს, გახდნენ უკეთესები და წრფელი სიყვარულით უყვარდეთ სამშობლო და ერთმანეთი.

დიდი მადლობა თქვენი სიყვარულისა და ზრუნვისთვის. საქართველოს პარლამენტის სახელით, გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ ხანგრძლივ, ჯანმრთელ ცხოვრებას ჩვენი ხალხისა და საქართველოს საკეთილდღეოდ.

Facebook Comments
x

Check Also

“დიდი ლოდი მოიძიეთ და თავში გიხლიათ!..”

ლადო სადღობელაშვილი -მიშასთან ჩასული ახალგაზრდები საქართველოში დაბრუნდებიან ზომბებად რომლებიც პრაქტიკულად საკუთარ დედებს გაყიდიან სააკაშვილის გამო! ...