You are here
კვლევა – ლუდის ბაზარზე მომხმარებლების ფავორიტი „ქართული ლუდის კომპანია -ზედაზენია“ ეკონომიკა მთავარი 

კვლევა – ლუდის ბაზარზე მომხმარებლების ფავორიტი „ქართული ლუდის კომპანია -ზედაზენია“

„ბანკები და ფინანსების“ სოციოლოგიურმა ჯგუფმა წინასაახალწლოდ გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიზანიც სხვადასხვა სფეროში მოქმედი ქართული კომპანიების პოპულარობის განსაზღვრა იყო. კითხვარი 10 ძირითად ბიზნეს სექტორს მოიცავდა. ესენია: საბანკო სექტორი, სადაზღვევო სექტორი, ფარმაცევტული სექტორი, ტელეკომუნიკაციების სექტორი, ნავთობ იმპორტიორთა სექტორი, სამშენებლო სექტორი, საყოფაცხოვრებო ტექნიკით მოვაჭრე კომპანიები, სწრაფი კვების რესტორნები, ქართული ლუდის კომპანიები და ღვინის ადგილობრივი მწარმოებლები.

გამოკითხვაში მონაწილეობა 1 800-მა ადამიანმა მიიღო.

ქართული ლუდის კომპანიებიდან  გამოკითხვაში  ბაზრის  სამი ძირითადი მოთამაშე ზედაზენი, კასტელი და ნატახტარი იღებდა მონაწილეობას. ლუდის ბაზარზე მომხმარებლების ფავორიტი „ქართული ლუდის კომპანია-ზედაზენია“. მომხმარებელთა 31,5% (567 ხმა) სწორედ „ზედზენს“ ანიჭებს უპირატესობას, მეორე „კასტელი“ 20%-ით, ხოლო მესამე ადგილს „ნატახტარი“ იკავებს ხმათა 15,7%-ით. ხმათა დარჩენილი რაოდენობა გადანაწილდა შემდეგ კომპანიებზე – “აისი”, “ყაზბეგი“ და სხვა.

შეგახსენებთ, რომ ს.ს “ქართული  ლუდის კომპანიის“ დამფუძნებელ ბიზნეს  ჯგუფს, საქართველოს ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე მუშობის 20 წლიანი წარმატებული გამოცდილება გააჩნია. საკუთრივ “ქართული ლუდის კომპანია – ზედაზენი” 2011 წელს დაარსდა  და 2012 წლის 2 აპრილს კი საგურამოში საზეიმოდ გაიხსნა.

Comments

comments

Related posts