Home » ეკონომიკა » „ტრაბახობს, რეკორდული მაჩვენებლები გვაქვსო, მაშინ რა ჯანდაბა სჭირს ეროვნულ ვალუტას??”

„ტრაბახობს, რეკორდული მაჩვენებლები გვაქვსო, მაშინ რა ჯანდაბა სჭირს ეროვნულ ვალუტას??”

დავით ნებიერიძე

საზოგადოება “ივერია”, ეკონომისტი

-ეს “ჟულიკი” პრემიერი დღეს მთელი ერის წინაშე ტრაბახობდა, რომ ტურიზმის სეგმენტში რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს და სამ მილიარდ დოლარზე მეტი შემოვიდა საქართველოშიო.

ახლა ამ ტრაფარეტული განცხადებების ფონზე ოდნავად ჩავიხედოთ მაკროეკონომიკის ქრესტომათიაში:

მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკაში ფასწარმოქმნის მთავარი განმსაზღვრელი არის მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი. კონკრეტულად ეროვნული ვალუტის კურსს ძირითადად განსაზღვრავს რამოდენიმე ფუნდამენტური ფაქტორის კომბინაცია. მაგალითად: საგარეო ვაჭრობის ბალანსი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, ტურიზმისგან შემოსული უცხოური ვალუტის მოცულობა და კერძო გადმორიცხვების მოცულობა.

პრემიერად წოდებულის განცხადებით პრაქტიკულად ყველა ამ მონაცემში არნახული მატებაა. საგარეო ვაჭრობის უარყოფითი ბალანსიც კი შემცირდაო; ინვესტიციები არნახულ მასშტაბებს აღწევსო; აგერ ტურიზმში ყველა დროის რეკორდი მოუხსნიათ და თუ ოდნავ მოაზროვნე მაინც ხართ, ძალაუნებურად ერთი მარტივი შეკითხვა აუცილებლად გაგიჩნდებათ: მაშინ რა ჯანდაბა სჭირს ეროვნულ ვალუტას? იქნებ გაგვცეს პასუხი ამ შეკითხვაზე?

Facebook Comments
x

Check Also

ანრი ოხანაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე ვაქცინებთან დაკავშირებით – მისი ერთი სერიოზული განცხადება მითხარით, რაც სიმართლეს შეესაბამება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ვაქცინებთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და ...