Home » მთავარი » “10 იანვარს „ტამიფლუს“ შევსება შემოვა…”

“10 იანვარს „ტამიფლუს“ შევსება შემოვა…”

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გააფართოვა იმ პირების ჩამონათვალი, ვინც ანტივირუსულ პრეპარატს „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებს. მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტ „ტამიფლუს“ მარაგები აქვს და აღნიშნული პრეპარატის საკმაო რაოდენობას სააფთიაქო ქსელებს გადასცემენ.

„ჩვენ პერიოდულად ვუსვამთ ხაზს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ექიმთან დროული მისვლა და საჭიროების შემთხვევაში, ანტივირუსული მკურნალობის დროული დაწყება. ამჯერად, ანტივირუსული პრეპარატის მარაგები ქვეყანაში საკმარისია, თუმცა, სამი ძირითადი არეალიდან (როგორიცაა:სტაციონარები, სააფთიაქო ქსელი და ჯანდაცვის სამინისტროს მარაგები), ბოლო ორი დღის განმავლობაში ერთ-ერთში – სააფთიაქო ქსელებში დეფიციტი შეიქმნა. 10 იანვარს შევსება შემოვა, თუკი ჯანდაცვის სამინისტრო ამ მედიკამენტს თავისი მარაგებიდან მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოდ გასცემდა მხოლოდ სოციალურად დაუცველებისთვის და ორსულებისთვის, ამჟამად აფთიაქებში შექმნილი დეფიციტიდან გამომდინარე, ჩვენ გავაფართოვეთ ეს ჩამონათვალი და ამით ისარგებლებენ არამარტო ორსულები და სოციალურად დაუცველები, არამედ ბავშვები, ასაკით პენსიონერები, ის ადამიანები, ვისაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის რაიმე დაავადება აქვთ, დიაბეტის მქონეები, ონკოლოგიური პაციენტები და სასუნთქი სისტემით დაავადებულები. ასეთ შემთხვევაში მათ შეუძლიათ მიმართონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილებებს მთელი საქართველოს მასშტაბით და ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან გავცემთ ამ მედიკამენტებს. ასევე, დღეს საღამოს უკვე დასრულდება სააფთიაქო ქსელებთან შეთანხმება და ამ ქსელებსაც გადავცემთ სამინისტროს მარაგებიდან ამ მედიკამენტის საკმაო რაოდენობას, რათა დეფიციტი არ შეიქმნას“, – განაცხადა სერგეენკომ.

Facebook Comments
x

Check Also

ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე აქციაზე ქალს ჟანგბადის აპარატი დასჭირდა

ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე აქციაზე კიდევ ერთი ქალბატონი გახდა ცუდად, მას ჟანგბადის აპარატი დასჭირდა! -ეს უკვე ...