You are here
” სკოლისა და ბაღის გარეშე ადამიანები ავად არ ხდებიან? პანიკის საფუძველი არ არსებობს” მთავარი საზოგადოება 

” სკოლისა და ბაღის გარეშე ადამიანები ავად არ ხდებიან? პანიკის საფუძველი არ არსებობს”

დედაქალაქის მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის ცენტრები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის თქმით, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით საზოგადოებაში პანიკის საფუძველი არ არსებობს.

მისივე თქმით, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის შეჩერებაზე რეკომენდაციას განათლების სამინისტროს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესაბამისად მისცემენ.

„სკოლა და ბაღი რომ დაიხურება, ბავშვები, რომლებიც სკოლასა და ბაღში არ ივლიან, შუშის კოლბებში იქნებიან ცალკე? სკოლისა და ბაღის გარეშე ადამიანები ავად არ ხდებიან? ჩვენი რეკომენდაცია იქნება იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ახლა 100 000 მოსახლეზე გრიპის ვირუსის 256 შემთხვევაა. ჯერ ავადობის შემცირების ტენდენცია არის, დავაკვირდებით ამ კვირის განმავლობაში და შემდგომ იქნება განათლების სისტემისადმი რეკომენდაცია“, – განაცხადა იმნაძემ.

Comments

comments

Related posts