You are here
სკოლებში სასწავლო პროცესი 21 იანვარს განახლდება მთავარი საზოგადოება 

სკოლებში სასწავლო პროცესი 21 იანვარს განახლდება

სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ჯანმრთელობისა და მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კონსულტაციებით, მიიღო გადაწყვეტილება სკოლებში სწავლის გადადების თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს 18 იანვრის ჩათვლით. გამომდინარე იქიდან, რომ 18 იანვარი პარასკევია და მომდევნო ორი დღე დასვენების დღეებია, სკოლებში სასწავლო პროცესი 21 იანვარს განახლდება.

Comments

comments

Related posts