Home » მთავარი » თბილისის მერია მადლობას უხდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადებს

თბილისის მერია მადლობას უხდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადებს

თბილისის მერიის განცხადება

გვინდა გამოვეხმაუროთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მისამართით ბოლო პერიოდში გამოთქმულ უსაფუძვლო ბრალდებებს, თითქოს სასწრაფო დახმარების ბრიგადები გაუმართავად და არაორგანიზებულად მუშაობენ.

ოპოზიციის მიერ გაკეთებული მსგავსი შინაარსის განცხადებები მიზნად ისახავს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დისკრედიტაციას და ლახავს იმ ექიმების ღირსებას, რომლებიც პროფესიონალურად და პასუხისმგებლობის სრულად გაცნობიერებით, პრაქტიკულად, საგანგებო რეჟიმში ემსახურებიან პაციენტებს.

თბილისის მერია პასუხისმგებელია როგორც ცენტრის გამართულ მუშაობაზე, ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თითოეული პერსონალის წინაშე და არ დაუშვებს მათი პროფესიული ღირსების შელახვას.

თბილისის მერია მადლობას უხდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადებს თავდაუზოგავი მუშაობისთვის და მოუწოდებს ყველას, პატივი სცენ ადამიანებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში კეთილსინდისიერად ემსახურებიან ქალაქს და ყველაფერს აკეთებენ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.

Facebook Comments
x

Check Also

“ანტიდისკრიმინაციული კანონი იყო წინგადადგმული ნაბიჯი…”

გუგული მაღრაძე: „პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი  იყო  წინგადადგმული ნაბიჯი, რომელმაც  დაიმსახურა დადებითი შეფასება საერთაშორისო საზოგადოებისგან“   ...