You are here
ბოლო სტატისტიკის მიხედვით იკლო სასწრაფოს გამოძახებების რიცხვმა მთავარი საზოგადოება 

ბოლო სტატისტიკის მიხედვით იკლო სასწრაფოს გამოძახებების რიცხვმა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო სტატისტიკის მიხედვით, გრიპით დაავადებულთა რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით შემცირებულია, იკლო სასწრაფო დახმარების სამსახურის გამოძახებების რიცხვმა, თუმცა კლინიკები აგრძელებენ საგანგებო რეჟიმში მუშაობას.

ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებებში რჩება გრიპით დაავადებული 600-ზე მეტი ადამიანი. სულ ვირუსით უკვე 13 ადამიანია გარდაცვლილი.

შექმნილი მდგომარეობის გამო, სკოლებში და საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 21 იანვრამდე გახანგრძლივდა.

Comments

comments

Related posts