You are here
„ან თავად რამდენიმე წევრი მიიღებს პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას ან პარტია…“ მთავარი პოლიტიკა 

„ან თავად რამდენიმე წევრი მიიღებს პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას ან პარტია…“

2018 წლის 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დასახელება უმრავლესობისთვის „განხეთქილების ვაშლი“ აღმოჩნდა. სწორედ ამ 10-კაციან სიას გამოუცხადა  ბოიკოტი ეკა ბესელიამ, რომელმაც სწორედ აღნიშნული სია დაასახელა იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გადადგომის მთავარ მიზეზად. ბესელიას ეს გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა  ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია დეპუტატის ქმედებები და განცხადებები. ივანიშვილის შეფასებით, მმართველმა გუნდმა გონივრული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მოსამართლეების არჩევის საკითხის განხილვისათვის მეტი დრო დაიტოვა.

მოკლედ, მმართველ გუნდში რომ დაპირისპირებაა უმრავლესობის დეპუტატები ხედავენ, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს, თუმცა კომენტარებში მაინც აღნიშნავენ, რომ ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი.

კომენტარისგან თავს იკავებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილიც. თუმცა, ის აღიარებს, რომ მმართველ პარტიაში მწვავე დაპირისპირებაა.

“მე ვერ გეტყვით, საბოლოოდ, როგორ წავა ეს პროცესი. შევძლებთ თუ არა, რომ თვითონ უმრავლესობის შიგნით ისე დალაგდეს ეს ყველაფერი, რომ გადავლახოთ ეს კონფლიქტი, თუ დამთავრდება ეს იმით, რომ ან თავად რამდენიმე წევრი მიიღებს პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას ან პარტია მიიღებს რამდენიმე წევრთან დამშვიდობების გადაწყვეტილებას, მე ამას ვერ გეტყვით, ჩემთვის რთული სათქმელია,“ – განაცხადა ჩუგოშვილმა.

Comments

comments

Related posts