Home » მედიცინა » ოკუპირებული აფხაზეთიდან გრიპის ვირუსით ზუგდიდში 2 ბავშვი მკურნალობს

ოკუპირებული აფხაზეთიდან გრიპის ვირუსით ზუგდიდში 2 ბავშვი მკურნალობს

ოკუპირებული აფხაზეთიდან წუხელ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ორი ბავშვი შეიყვანეს.

სულ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 51 ადამიანი მკურნალობს, რომელთაგან 19 ბავშვია.

მედიკოსები ამბობენ, რომ ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციურ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ბოლო ინფორმაციით, დადასტურებულად საქართველოში H1N1 ვირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.

Comments

comments

x

Check Also

ჯანმრთელობის გაუარესების გამო ორმა აქტივისტმა შიმშილობა შეწყვიტა

ჯანმრთელობის გაუარესების გამო ორმა აქტივისტმა, ბექა ბასილაიამ, რომელიც უკვე 19 დღეა შიმშილობს და ვახტანგ სიხარულიძემ, ...