Home » მთავარი » “როდესაც ხელისუფლებას საზოგადოების არ ესმის, მას სხვა მთავრობა ანაცვლებს”

“როდესაც ხელისუფლებას საზოგადოების არ ესმის, მას სხვა მთავრობა ანაცვლებს”

„ქართული ოცნების“ ყოფილი და ამჟამად ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ვადამდელ არჩევნებს არ გამორიცხავს. მისი ქმით, როდესაც ხელისუფლებას საზოგადოების არ ესმის, მას სხვა მთავრობა ანაცვლებს.

დავით ჭიჭინაძე მოსამართლეთა 10-კაციან სიასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„ვინც ხალხისას ვერ გებულობს, ის მიდის ხელისუფლებისგან და მერე მოდის სხვა, ვისაც საზოგადოების უფრო კარგად ესმის. ეს იმდენად მძაფრი საკითხია, რომ ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ალბათ, შესაბამისად, ვნახეთ, უსამართლობაზე როგორ რეაგირებს ჩვენი საზოგადოება. თუ უსამართლოდ მოექცევიან საზოგადოებას, რა თქმა უნდა, პროტესტის ყველა ფორმას მიიღებენ,“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

“ეს ყველას სახლია! გვტკივა საქართველო!” – ემიგრანტები გაერთიანებას იწყებენ (ვიდეო)

საქართველოში ჩამოსული ემიგრანტები “ემიგრანტის სახლში” შეიკრიბნენ. სახლი ანა ბალამწარაშვილის და დარეჯან ღამბაშიძის დაარსებულია. შეხვედრაზე უამრავი ...