You are here
პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს წევრის ვაკანტურ ადგილზე ორი კანდიდატი წარუდგინა მთავარი პოლიტიკა 

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს წევრის ვაკანტურ ადგილზე ორი კანდიდატი წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ ადგილზე ორი კანდიდატი  განსახილველად წარუდგინა
საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე – 12 მუხლის მე – 8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის გიორგი შარაბიძის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით წარმოშობილ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ღია კონკურსის საფუძველზე შეირჩა ორი ახალი კანდიდატურა: გიორგი შარაბიძე და ნათია იოსელიანი.
სალომე ზურაბიშვილმა ზემოთ ხსენებული კანდიდატები, 10 იანვარს საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინა.

Comments

comments

Related posts