You are here
“იქ არ არის მხოლოდ ბესელია, საკმაოდ დიდი რაოდენობის ხალხი ვართ…” მთავარი პოლიტიკა 

“იქ არ არის მხოლოდ ბესელია, საკმაოდ დიდი რაოდენობის ხალხი ვართ…”

ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელია გუნდის და გუნდურობის წინააღმდეგ წავიდა, რის გამოც დღის წესრიგიდან მისი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის საკითხი მოიხსნა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია ეხმიანება და ამბობს, რომ „ბესელიამ დუმლში არ გაცვალა თავისი პოზიცია და ვიცესპიკერობა და კაბინეტი არ აირჩია”.

“მთლად ისე არ არის, რომ ბესელია გუნდურობის წინააღმდეგ წავიდა. ის თავისი გარკვეული პოზიციების ერთგული დარჩა და ფაქტია, რომ მან არ გაცვალა ეს ვიცესპიკერობაში, რასაც სთავაზობდნენ, და მან ასეთი გზა აირჩია. რამდენადაა ეს ამბავი მხოლოდ მოსამართლეების სიასთან კავშირში, ეს ცალკე საკითხია. მაგრამ ფაქტია, რომ მან დუმლში არ გაცვალა თავისი პოზიცია და არ არჩია ვიცესპიკერობა და კაბინეტები.

როგორც იცით, მოსამართლეების სიის განხილვა გადადებულია, მიმდინარეობს მსჯელობა და იქ არ არის მხოლოდ ბესელია, საკმაოდ დიდი რაოდენობის ხალხი ვართ, რომლებიც არ ვიზიარებთ ასე ნაუცბათევ, ჰარი-ჰარალოთი გამოგზავნილ სიას და ეს ხალხი სულ რომ ანგელოზები იყვნენ, იცით, რომ მათი რეპუტაცია არის საკმაოდ გაშავებული.

დღეს, საბედნიეროდ, პოზიციის მკვეთრად გამოხატვა არავითარი საფრთხის და თავგანწირვის ტოლფასი არ არის. ყველას შეუძლია თავისი პოზიცია გამოხატოს და მე მგონი, ყოველგვარი შფოთის გარეშე ჩვენ არ მივიღებთ ამ სიას და მივიღებთ იმას, რაც საზოგადოებისთვის მისაღები იქნება” – განაცხადა ქანთარიამ.

Comments

comments

Related posts