Home » მთავარი » “უნდა ვიმსჯელოთ ბილწსიტყვაობის, შეურაცხყოფის, ცილისწამების პრობლემაზე…”

“უნდა ვიმსჯელოთ ბილწსიტყვაობის, შეურაცხყოფის, ცილისწამების პრობლემაზე…”

აქ საუბარია იდეის დონეზე, იმაზე, რომ პრობლემას სჭირდება ანალიზი. პრობლემა კი სახეზეა. ყველა ვხედავთ ამ პრობლემას. საუბარია არა მარტო ცილისწამებაზე, არამედ მძიმე ფორმით შეურაცხყოფაზე, რაც ისმის ყოველდღიურად, როგორც სატელევიზიო სივრცეში, სოციალურ ქსელებში, ასევე სხვა ფორმით და ბილწსიტყვაობაც კი გახდა ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი სამწუხაროდ, რაც ნამდვილად არ შეესაბამება ქართულ კულტურას“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული საზოგადოება ბევრად უფრო მაღალ დონეზე დგას, ვიდრე ეს ჩანს იმ სურათიდან, რომელსაც ხანდახან ქმნის მედია და სოციალური ქსელები.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ ბუნებრივია უნდა ვიმსჯელოთ ამ პრობლემაზე – ბილწსიტყვაობის, შეურაცხყოფის, ცილისწამების პრობლემაზე და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, თუ რაიმე ზომების მიღებაა შესაძლებელი, უნდა მივიღოთ, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.​

Facebook Comments
x

Check Also

პროკურატურა 20-21 ივნისის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის საქმეზე  დაშავებული  მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო. ...