Home » მთავარი » ,,მედიის ადვოკატირებისთვის” ცილისწამებასთან დაკავშირებულ განცხადებაზე განმარტებას ითხოვს

,,მედიის ადვოკატირებისთვის” ცილისწამებასთან დაკავშირებულ განცხადებაზე განმარტებას ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებენ, რომ „ბილწსიტყვაობის, შეურაცხყოფის, ცილისწამების პრობლემაზე და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, თუ რაიმე ზომების მიღებაა შესაძლებელი, უნდა მივიღოთ“.

ვრცლად იხ.

http://www.gmtv.ge/53250-2/

ამ განცხადებას ეხმიანება კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის”. მესამე სექტორი სალომე ზურაბიშვილისა და ირაკლი კობახიძისგან დამატებით განმარტებას მოითხოვს. კოალიცია აღნიშნავს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების დღეს არსებულ სტანდარტს გააუარესებს, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

“2019 წლის დასაწყისში მაღალი თანამდებობის პირებმა არაერთი განცხადება გააკეთეს ცილისწამებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ადამიანის ღირსების მეტ დაცულობასაც უზრუნველყოფს და სიტყვის თავისუფლებასაც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ უნდა დაიწყოს მსჯელობა არა მხოლოდ ცილისწამების, არამედ მძიმე შეურაცხყოფისა და გახშირებული ბილწისტყვაობის პრობლემის მოგვარებაზე.

საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ მოქმედი კანონი ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ უკვე მრავალი წელია ითვალისწინებს სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას როგორც კერძო, ისე საჯარო პირის ცილისწამებისთვის. შესაბამისად, პატივისა და ღირსების შელახვის გამო ნებისმიერ პირს დღესაც შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს შელახული უფლებების სასამართლო წესით დაცვა.

ვფიქრობთ, საზოგადოებამ უნდა მიიღოს მკაფიო განმარტებები იმის შესახებ, თუ რა იგულისხმებოდა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებში”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

 

Facebook Comments
x

Check Also

“გავაგონოთ ივანიშვილს და მის პრეზიდენტს ხალხის პროტესტი!..”-აქცია ათონელზე

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის პარალელურად ათონელზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია მიმდინარეობს. ზაალ უდუმაშვილის თქმით, რეზიდენციასთან აქცია ...