Home » მთავარი » ჭიჭინაძე პატრიოტთა ალიანსის ფრაქციას ტოვებს

ჭიჭინაძე პატრიოტთა ალიანსის ფრაქციას ტოვებს

დავით ჭიჭინაძე “პატრიოტთა ალიანსის” საპარლამენტო ფრაქციას ტოვებს. დეპუტატის განმარტებით, შესაბამის განცხადებას საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე ოფიციალურად გააკეთებს.

დაიშლება თუ არა მისი წასვლის შემდეგ “პატრიოტთა ალიანსის” ფრაქცია, ჭიჭინაძეს თქმა უჭირს, მისი განმარტებით, “ქართულ ოცნებაში” ამ პარტიას ბევრი იდეოლოგიური მხარდამჭერი ჰყავს და სავარაუდოდ გამოიძებნება ერთი დეპუტატი, ვინც ფრაქციაში შევა და ფრაქციის შენარჩუნებას შეძლებს.

ჭიჭინაძე  საგაზაფხულო სესიიდან დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით აპირებს მუშაობის გაგრძელებას.

Facebook Comments
x

Check Also

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა

ბრიფინგი თბილისის პროკურატურაში თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ...