You are here
ჯვრის მონასტრის ბერების პროტესტი მთავარი საზოგადოება 

ჯვრის მონასტრის ბერების პროტესტი

დღეს მომლოცველებსა და ტურისტებს ჯვრის მონასტერი დაკეტილი დახვდათ. საქმე იმაშია, რომ ჯვრის მონასწრის ბერები გარევაჭრობის წინააღმდეგი არიან და სწორედ მათი პროტესტი გახდა მიზეზი მონასტრის დახურვისა.

კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე ჯვრის მონასტრეში მიმდინარე მოვლენებს “გაუგებრობას” უწოდებს და იმედს იტოვებს , რომ პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება.

“გარემოვაჭრეების საკითხი ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაა, მიუხედავად იმისა , ძეგლი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი იქნება თუ არა. ამიტომ მაქვს იმედი ეს საკითხი დროულად მოგვარდება”- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

სასულიერო პირები ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობის აკრძალვას მოითხოვენ.

 

Comments

comments

Related posts