Home » მთავარი » „არავითარი შიში არ მაქვს, რომ გუნდი დაიშლება ან ერთობას დაკარგავს…“

„არავითარი შიში არ მაქვს, რომ გუნდი დაიშლება ან ერთობას დაკარგავს…“

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით არსებულ შენიშვნებზე კომანტარისას ამბობს, რომ მისასალმებელია, რადგან საკითხთან დაკავშირებით პარლამენტმა ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღო. მისი თქმით, გუნდში განხეთქილებას ადგილი არ ექნება.

„კარგია, რომ ეს სია არ იქნა პარლამენტის მიერ ნაჩქარევად დამტკიცებული და, რომ პროცესი გადავიდა სწორ ტალღაზე. მუშაობა ჩატარდება და ჩემი წარმომადგენელიც იქნება ამ ჯგუფში ჩართული.

ჩვენ მოვდივართ ყველანი ერთად და მოვდივართ შორიდან, მოვდივართ ბრძოლიდან და აქედან გამომდინარე, არავითარი შიში არ მაქვს იმის, რომ ეს გუნდი ან დაიშლება, ან ეს უთანხმოება იქამდე მივა, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, ერთიანობა დავკარგოთ,“ – აცხადებს წულუკიანი.

Facebook Comments
x

Check Also

ნაციონალები ქართველების ჩამოსაყვანად გადარიცხავენ ფონდში თანხას თუ…

“ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც გახარია ამბობს, რომ თუ ოპოზიციას უცხოეთში დარჩენილი ...