Home » მთავარი » “მთავრობა გაბედავს იმდენს, რამდენის უფლებასაც ხალხი მისცემს!..”

“მთავრობა გაბედავს იმდენს, რამდენის უფლებასაც ხალხი მისცემს!..”

ზვიად ტომარაძე

-საინიციატივო ჯგუფი ბინადრობის უფლების გაყიდვის ასაკრძალად ბრძოლას ვაგრძელებთ. სამწუხაროდ ადამინის უფლებათა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ჩემს კანონპროექტს. კომიტეტის წევრებმა ვერ გაბედეს წასულიყვნენ კოლეგის ივლიანე წულაიას და პარტიის ხელმძღვანელის კახა კალაძის წინააღმდეგ, მათ არჩევანი გააკეთეს და დაუპირისპირდენენ 35 000 ხელმომწერს და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას. როდესაც ჩაინიშნება მომავალი განხილვა ამჯერად იურიდიულ კომიტეტში, ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ შევიკრიბოთ პარლამენტის წინ და ვაიძულოთ პარლამენტარები შეასრულონ ხალხის მოთხოვნა. შედეგი აუცილებლად იქნება თუ ხალხი იაქტიურებს!

მთავრობას ხალხის დიდი ხანია არ ესმის და ეს ბუნებრივია, მთავრობა გაბედავს იმდენს, რამდენის უფლებასაც ხალხი მისცემს, სამწუხაროდ ხალხს ეს მარტივი ჭეშმარიტება გათვითცნობიერებული არა აქვს და მთავრობაც ამით “სარგებლობს”.

ქვეყანაში ურთულესი ვითარებაა, ახალგაზრდობას ქვეყნიდან გაქცევაზე უჭირავს თვალი და მოსახლეობის უმრავლესობა სიღარიბეში, საბანკო ვალებში ჩაფლილი არსებობს, ხელისუფლება მარიონეტია და მხოლოდ ქვეყნის გარედან წამოსულ დავალებებს ასრულებს, ფაქტიურად არ არსებობს სფერო სადაც სიტუაცია დალაგებულია…

ნურავინ იფიქრებს რომ ყველაფერი თავისით დალაგდება, ან სხვა გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს, უნდა ვიბრძოლოთ და ბრძოლას აუცილებლად მოაქვს შედეგი!”

Facebook Comments
x

Check Also

“საშინელ სიზმარშიც არ დაგვესიზრმებოდა…”

დავით ნებიერიძე საზოგადოება “ივერია” -ვუსმინე შანდეროვიჩის ლექციას ტვ”დოჟდზე”, სადაც ის განიხილავს რუსეთში შექმნილ პოლიტიკურ მოცემულობას ...