Home » მთავარი » დიდ დიღომში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა

თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ გაზმა გაჟონა, რასაც აფეთქება მოჰყვა. შენონაში ჩამსხვრეულია შუშები.

საპატრულო პოლიციის უფროსმა თემურ კუპატაძემ განაცხადა, რომ გარდაცვლილია 3 მოქალაქე.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ისინი ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების გამოყვანას ცდილობენ.

ადგილიდან გავიდა ათამდე სასწრაფო, რომლებსაც დაზარალებულები გადაჰყავთ.

ტერიტორიაზე იმყოფება კახა კალაძე და ეცნობა ვითარებას. ჩვენი კორესპოდენტი რჩება ადგილზე და ახალ ინფორმაციას მოგვაწვდის.

ასევე იხ.

http://www.gmtv.ge/53447-2/

Facebook Comments
x

Check Also

საკონსტიტუციო სასამართლოს მეცხრე მოსამართლეც არჩეულია

უზენაესმა სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩია. ის მე-9 მოსამართლეა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი ...