You are here
ტოკიო იაპონიის ზღვისთვის სახელის შეცვლაზე მოლაპარაკების გამართვას დათანხმდა მთავარი უცხოეთი 

ტოკიო იაპონიის ზღვისთვის სახელის შეცვლაზე მოლაპარაკების გამართვას დათანხმდა

იაპონიის ხელისუფლება მზად არის სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეასთან განიხილოს იაპონიის ზღვის სახელის გადარქმევის საკითხი. როგორც გაზეთი Sankei Shimbun წერს, მოლაპარაკებები 2019 წლის გაზაფხულზე ტოკიოში გაიმართება.

კორეელები იაპონიის ზღვას აღმოსავლეთის ზღვას უწოდებენ. 90-იანი წლების დასაწყისში ფხენიანმა და სეულმა მოითხოვეს იაპონიის ზღვისთვის სახელის გადარქმევა. ტოკიომ უარი განაცხადა და მიზეზად დაასახელა, რომ გეოგრაფიული სახელი ჯერ კიდევ ХIХ საუკინეში ევროპული კარტოგრაფიის ინიციატივა იყო.

იაპონიის ზღვის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს არქიპელაგი ტოკტო (ტაკესიმა), რომელზეც სუვერენიტეტის მოპოვებას ცდილობს როგორც იაპონია, ასევე ჩრდილოეთ კორეა. მე-20 საუკუნებდე კუნძულს აკუთვნებდნენ კორეას.  1905 წლის 22 თებერვალს კი კუნძული იაპონიის შემადგენლობაში შევიდა.

Comments

comments

Related posts