Home » მთავარი » “ვუერთდები ქართველთა მსოფლიო კრებას, დავგეგმავთ საქართველოში ჩასვლის ერთობლივ თარიღს”

“ვუერთდები ქართველთა მსოფლიო კრებას, დავგეგმავთ საქართველოში ჩასვლის ერთობლივ თარიღს”

მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მან აღნიშნა, რომ 10 თებერვალს ის ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში ქართველთა მსოფლიო კონგრესს დაესწრება.

-10 თებერვალ ლიეჟში, მე ვუერთდები ქართველთა მსოფლიო კრებას, ამ კრებაზე ჩვენ უნდა დავანახოთ ყველას, რომ ქართველ ერს აქვს თავმოყარეობა, რომ ჩვენ არ დავუშვებთ, იმას რომ ჩვენი სამშობლო მიითვისოს ერთმა გაუნათლებელმა მაფიოზმა და მისმა პატარა ჯგუფმა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს მომავალი და შეიძლება ის იყოს განვითარებულ და წარმატებულ ქვეყანათა რიგში.

სწორედ ქართველთა მსოფლიო კონგრესზე დავგეგმავთ საქართველოში ჩასვლის ერთობლივ თარიღს.

შევხვდებით 20 იანვარს ნიუ იორკში, ბრუკლინში, “ნაციონალში” 14.00 საათზე, 10 თებერვალს კი ლიეჟში“

Facebook Comments
x

Check Also

ვისაც სურვილი გაქვთ ხანდაზმულებს და შეჭირვებულებს დაეხმაროთ…

თბილისის მერი მადლობას უხდის ყველა იმ კომპანიას თუ მოსახლეს, რომლებიც ხანდაზმულებისა და შეჭირვებული ოჯახებისთვის საკვებ ...