Home » მთავარი » გერმანიაში 411-ე ბატალიონთან გაიარა და უმაღლესი შეფასება მიიღო

გერმანიაში 411-ე ბატალიონთან გაიარა და უმაღლესი შეფასება მიიღო

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეული სრული შემადგენლობით ავღანეთში ჩავიდა. ქვედანაყოფს მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი პოლკოვნიკი, მალხაზ მერლანი და I I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის მეთაური, კაპიტანი ანდრო კანკია დახვდნენ და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულება უსურვეს.
 
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გამგზავრებამდე ასეულმა სამ თვიანი მომზადება საქართველოში,ხოლო შემდეგ ხუთი თვის განმავლობაში გერმანიაში 411-ე ბატალიონთან გაიარა და უმაღლესი შეფასება მიიღო.
 
რამდენიმე დღეში I ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეული I I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს როტაციის წესით ჩაანაცვლებს და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებას, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, შვიდი თვის განმავლობაში შეუდგება. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონის კონტროლი და სწრაფი რეაგირების დავალებების შესრულება იქნება
Facebook Comments
x

Check Also

ვისაც სურვილი გაქვთ ხანდაზმულებს და შეჭირვებულებს დაეხმაროთ…

თბილისის მერი მადლობას უხდის ყველა იმ კომპანიას თუ მოსახლეს, რომლებიც ხანდაზმულებისა და შეჭირვებული ოჯახებისთვის საკვებ ...