Home » მთავარი » აუდიტის სამსახური პრეზიდენტის დაჯარიმებას რამდენიმე საქმეზე ითხოვს

აუდიტის სამსახური პრეზიდენტის დაჯარიმებას რამდენიმე საქმეზე ითხოვს

აუდიტის სამსახური სალომე ზურაბიშვილის დაჯარიმებას ითხოვს. უწყებაში მიიჩნიათ, რომ ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანიისას უკანონო შემოწირულობა არაერთგზი მიიღო, რის გამოც ის 67 ათასი ლარით უნდა დაჯარიმდეს.

აუდიტის სამსახური სალომე ზურაბიშვილის დაჯარიმებას კიდევ ერთ საქმეზე ითხოვს. საქმე ეხება მოძრაობის “არა ნაციზმის” მიერ რეგიონებში ხალხის ტრანსპორტირებისთვის დახარჯულ 9 200 ლარს. ჯარიმის სახით ამ თანხის ორმაგი ოდენობაა განსაზღვრული.

შეგახსენებთ, რომ აუდიტის სამსახურმა  წინა საარჩევნო კამპანიის დროს  ადმინისტრაციული სამართალდარღვევები გამოავლინა. სულ გამოვლენილია და სასამართლოში გადაიგზავნა 14 საქმე. მათ შორისაა „პატრიოტთა ალიანსის“ დაჯარიმების მოთხოვნაც.

ვრცლად იხ.

http://www.gmtv.ge/53662-2/

Facebook Comments
x

Check Also

როდის დაბრუნდება საქართველოს ელჩი უკრაინაში….

დავაკვირდებით უკრაინაში პროცესების განვითარებას, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებით ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით ...