Home » მთავარი » “მთავარი ჩვენი გაჭირვებული ყოფაა, რომელიც ადამიანებს დამამცირებელი არჩევანის წინაშე აყენებს!”

“მთავარი ჩვენი გაჭირვებული ყოფაა, რომელიც ადამიანებს დამამცირებელი არჩევანის წინაშე აყენებს!”

სოსო მანჯავიძე

-ამ უხამსობამ და უზრდელობამ ხომ წალეკა ეს ქვეყანა და კიდევ უფრო უარესი-ამ უხამსობისა და უზრდელობის გამართლებამ.

საერთოდ,პირადი ინტერესი ზნეობას ნებისმიერ რეზინზე წელვადს ხდის.

ეს კი ვიცი, მაგრამ მაინც საოცარი სანახავია, როგორ ხდებოდნენ ჩემს თვალწინ სრულიად ნორმალური ადამიანები მიშისტები ხელფასის ან რამე სხვა ინტერესის გამო მიშას დროს და როგორ ამართლებენ ხელისუფლების უგუნურობებს ამჟამად იგივე მიზეზებით.

არის უკუშემთხვევებიც.

ასე,მაგალითად ვიცი ადამიანები,როლებიც მიშას ანტიქრისტეს და ერის მტერს ეძახდნენ და ახლა მისი აპოლოგიით არიან დაკავებულნი.

ასევე ბევრია ისეთი,ვინც ნაცებთან თავისი დაპირისპირების მიზეზად მათ სოროსელობას და ანტიეროვნულობას ასახელებდა ხოლო დღეს მსგავსსაც კი ვერაფერს ამჩნევს და ფართოდ დახუჭული თვალებით უყურებს ყველაფერს.

გასაგებია,რომ ადამიანს,რომელსაც უწევს კომპრომისზე წასვლა,მაგრამ ზედმეტი ვაზელინის გამოყენება ძალიან ცუდ განცდებს იწვევს.

არაა სასიამოვნო საყურებელი,როდესაც ადამიანი ავ ძაღლს ემსგავსება და უაზროდ ყეფს.

საბოლოოდ ის თავის პატრონსაც აბეზრებს თავს,რადგან პატრონი კიდევ უფრო მეტ გაავებულ მტერს იძენს ასეთი გაავებული და განურჩეველი დამცველების გამო.

ეს პრაგმატული მოსაზრებები,თუმცა, ეს არ არის აქ მთავარი.

მთავარი ჩვენი გაჭირვებული ყოფაა,რომელიც ადამიანებს ასეთი დამამცირებელი არჩევანის წინაშე აყენებს!”

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის სამინისტრო აუდიტის დასკვნას ეხმაურება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ...